ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანში არავის აქვს იმუნიტეტი, მათ შორის არც აიათოლა ალი ხამენეის

ირანის მიერ სამხრეთ ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში მდებარე სოროკას საავადმყოფოს დათვალიერებისას, ისრაელი პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებთან საუბრისას ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირება არ გამორიცხა.
„იმუნიტეტი არავის აქვს. ყველა ვარიანტი განიხილება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ნეთანიაჰუ ამბობს, რომ აშშ-ის ომში ჩართვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადასაწყვეტია.
„ის {დონალდ ტრამპი} გააკეთებს იმას, რაც ამერიკისთვის იქნება კარგი, მე კი გავაკეთებ იმას, რაც ისრაელისთვის იქნება კარგი“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ თეთრი სახლის ლიდერმა თამაშის წესები იცის.
ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში, მთელი მისია დამოუკიდებლად განახორციელოს.
„ამ ოპერაციის დასრულების შემდეგ ისრაელს არც ბირთვული და არც ბალისტიკური საფრთხე არ შეექმნება“, - აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ცნობისთვის, ნეთანიაჰუმ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირების შესახებ „ეიბისი ნიუსის“ ეთერშიც ისაუბრა.