Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუ: თუ ირანი თავს დაგვესხმება, მათ ისეთი პასუხი მოჰყვება, რომლის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ

პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანის ლიდერებს აფრთხილებს, რომ თუ ისინი ისრაელის მიმართულებით რაკეტებს გაისვრიან - ისრაელი მათ უპასუხებს. 

„ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ. და ერთი რამ ცხადია - თუ აიათოლები შეცდომას დაუშვებენ და თავს დაგვესხებიან, მათ ისეთი პასუხი მოჰყვებათ, რომლის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ“, - განაცხადა მან IDF-ის კადეტების გამოსაშვებ ცერემონიაზე.

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი „მოქმედებს მის მთავარ მოკავშირეს, შეერთებულ შტატებთან ერთად“ ირანისგან მომდინარე საფრთხის ფონზე. 

ღაზას საკითხთან დაკავშირებით ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თუ „ჰამასი“ განიარაღდება, ღაზა დემილიტარიზებული იქნება.

„ძალიან მალე „ჰამასი“ დილემის წინაშე აღმოჩნდება - მარტივი გზით დათმოს იარაღი თუ რთული გზით“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.