ბენიამინ ნეთანიაჰუ: მძევალი სამხედრო ზეწოლის შედეგად გავათავისუფლეთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპს, ისრაელელ-ამერიკელი მძევლის დაბრუნების პროცესში გაწეული დიპლომატიური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო ზეწოლის გარეშე, არაფერი გამოვიდოდა. „ისრაელის სამხედრო ზეწოლა+ტრამპის პოლიტიკური ზეწოლა=„გამარჯვების ფორმულას““, - აღნიშნა მან. ინფორმაციაზე BBC წერს.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და მან მითხრა, რომ ის ვალდებულია ისრაელის წინაშე და განაგრძობს ჩვენთან მჭიდრო კოორდინაციას. ისრაელის და ამერიკის ერთობლივი მიზანია, „ჰამასის“ დამარცხება და თითოეული მძევლის გათავისუფლება. ჩვენი კომბინაცია გამარჯვების ფორმულაა“, - აღნიშნა მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ჰამასმა“ ისრაელელ-ამერიკელი მძევალი ედან ალექსანდერი გაათავისუფლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ალექსანდერი, უკვე, ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება.