Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუ კირ სტარმერის განცხადებაზე: „ჰამასის“ საშინელ ტერორიზმს აჯილდოებს

პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა. 

„სტარმერი აჯილდოებს „ჰამასის“ საშინელ ტერორიზმს და სჯის მის მსხვერპლს. ჯიჰადისტური სახელმწიფო ისრაელის საზღვარზე დღეს - ხვალ საფრთხეს შეუქმნის ბრიტანეთს. ჯიჰადისტი ტერორისტების მიმართ მოთმინება ყოველთვის მარცხით მთავრდება. ეს არ მოხდება“, - აცხადებს ნეთანიაჰუ. 

 კირ სტარმერმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუკი ისრაელი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, დიდი ბრიტანეთი სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.