ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მიერ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს - ABC News

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციას არ გამოიწვევს, პირიქით კონფლიქტს დაასრულებს.
კითხვაზე, ნამდვილად აპირებს თუ არა ისრაელი ირანის უზენაესი ლიდერის ლიკვიდირებას, ნეთანიაჰუმ თქვა - „ისრაელი აკეთებს იმას, რაც საჭიროა“.
„დეტალებში არ ჩავალ, მაგრამ მათი ყველაზე მაღალი რანგის ბირთვული მეცნიერები დავისახეთ მიზნად. ეს, ფაქტობრივად, ჰიტლერის ბირთვული გუნდია. ეს არ გამოიწვევს კონფლიქტის ესკალაციას, არამედ კონფლიქტს დაასრულებს. მუდმივი ომი – ეს არის ის, რაც ირანს სურს და ისინი ბირთვული ომის ზღვარზე გვაყენებენ. რეალურად, ეს არის ის, რასაც ისრაელი აკეთებს, ამას უშლის ხელს, აჩერებს ამ აგრესიას და ამას მხოლოდ ბოროტების ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევით შევძლებთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.