ბენიამინ ნეთანიაჰუ: ირანის მკვლელი რეჟიმი საკუთარი სიცრუის, კორუფციისა და სასტიკი ქმედებების გამო დაემხობა - ეს ბოროტი რეჟიმი დაეცემა და ამას ყველანი ერთად ვიზეიმებთ
„ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ ირანის მთავრობის დაცემა „მხოლოდ დროის საკითხია“ და იწინასწარმეტყველა, რომ დადგება დღე, როდესაც ირანელი ხალხი „თავისუფალი იქნება“, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
„მათი მკვლელი რეჟიმი საკუთარი სიცრუის, კორუფციისა და სასტიკი ქმედებების გამო დაემხობა. ეს ბოროტი რეჟიმი დაეცემა და ამას ყველანი ერთად ვიზეიმებთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, თეირანის ლიდერებს ეშინიათ ტექნოლოგიის, „რომელიც ადამიანებს სიმართლესთან წვდომის, არჩევანის გაკეთების, აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლების საშუალებას აძლევს“.
„სად იყავით მაშინ, როდესაც ირანელი ტირანები ათობით ათას უიარაღო მშვიდობიან მოქალაქეს ხოცავდნენ?“ - ამ კითხვით მიმართა ნეთანიაჰუმ გაეროს შენობის გარეთ შეკრებილ მომიტინგეებსა და იმ საერთაშორისო დელეგატებს, რომლებმაც მისი გამოსვლისას დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.