Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის ლიდერებს: ისრაელზე ნებისმიერ თავდასხმას გაცილებით ძლიერი პასუხი მოჰყვება

ირანი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირეებზე, მათ შორის მეზობელ იორდანიაზე, იერიშებს ახორციელებს, განხორციელებული დარტყმების ფონზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თეირანი გააფრთხილა, რომ თუ ირანი ისრაელის ტერიტორიას დაარტყამს, პასუხი ძლიერი იქნება.

„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. ირანის ლიდერებისთვის ერთი გზავნილი მაქვს: ნუ გექნებათ იმედი, რომ სიმშვიდე შენარჩუნდება, თუ თავს დაგვესხმებით, ნუ იმედოვნებთ, რომ წინა შემთხვევა განმეორდება, რადგან ეს აღარ მოხდება. წინა პასუხი საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ ჩვენთვის ზიანის მიყენების ნებისმიერ შემდგომ მცდელობას განსხვავებული პასუხი მოჰყვება - გაცილებით ძლიერი“, - აცხადებს ისრაელის პრემიერი.

ნეთანიაჰუ გულისხმობს 8 ივნისს ისრაელის მიერ ირანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ნავთობქიმიურ ობიექტებზე განხორციელებულ ავიადარტყმებს, რომლებიც ისრაელზე ირანის სარაკეტო შეტევების საპასუხოდ განხორციელდა.

„ის დღეები, როდესაც ვინმეს შეეძლო ჩვენზე თავდასხმა მაღალი ფასის გადახდის გარეშე, დასრულდა. ჩვენ ეს დავამტკიცეთ ირანის ბოროტების ღერძთან დაპირისპირებისას და კვლავაც გადამწყვეტად ვიმოქმედებთ ყველას წინააღმდეგ, ვინც ზიანს მოგვაყენებს. ასე ვმოქმედებდით აქამდე და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც“, - დასძენს ნეთანიაჰუ.