1788782199
უცხოეთი
ბენიამინ ნეთანიაჰუ დასავლეთ სანაპიროზე მომხდარ თავდასხმაზე: არც ერთ ტერორისტს უსაფრთხო თავშესაფარი არ ექნება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „არც ერთ ტერორისტს უსაფრთხო თავშესაფარი არ ექნება“ მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა მოკლეს პალესტინელი, რომელმაც დღეს დასავლეთ სანაპიროზე, ერთ-ერთ ფერმერულ დასახლებასთან, ისრაელის მოქალაქე დანით დაჭრა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ტერორისტების განადგურებას, მათზე პასუხისმგებელი პირების დევნას და იუდეასა და სამარიაში ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებას. ყველა, ვინც ისრაელისა და მისი მოქალაქეების დაშინებას შეეცდება, მძიმე ფასს გადაიხდის“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.