1750797603
უცხოეთი
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენ ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია.
როგორც ნეთანიაჰუმ ისრაელელი ხალხისადმი მიმართვისას აღნიშნა, ისტორიული მოვლენა - აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმები ისრაელის მხარდასაჭერად - „იმ დიპლომატიური კამპანიის ნაყოფია, რომელსაც ის [სტრატეგიულ საქმეთა] მინისტრ რონ დერმერთან ერთად ხელმძღვანელობდა.“
„ისრაელს არ ჰყოლია ტრამპზე უკეთესი მეგობარი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ნეთანიაჰუმ ირანი გააფრთხილა და თქვა, რომ „თუ ვინმე, შეეცდება ბირთვული პროგრამის აღდგენას, ისრაელი მას იგივე შეუპოვრობით, იგივე ძალით გაანადგურებს.“
„ვიმეორებ, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.