Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის ბრძოლა ირანის წინააღმდეგ ჯერ არ დასრულებულა

„შეერთებული შტატებისა და ისრაელის ბრძოლა ირანის წინააღმდეგ ჯერ არ დასრულებულა“, - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ

ნეთანიაჰუმ არგენტინის პრეზიდენტთან, ხავიერ მილეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი მიზნებს ერთობლივად მიაღწევენ. 

„ჩვენ დიდი გამოწვევებისა და დიდი შედეგების დროში ვართ. ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად ვიბრძვით ირანის დიდი ტირანიის წინააღმდეგ, ქვეყნის, რომელიც ატერორებს მსოფლიოს, რომელიც ცდილობს ჩვენს განადგურებას, შეერთებული შტატების დამხობას, დასავლური ცივილიზაციის დამხობას. ​​ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ შედეგებს. ეს ჯერ არ დასრულებულა და ნებისმიერ წამს შეიძლება, ახალი მოვლენები განვითარდეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.