1791578909
უცხოეთი
ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის სანქციების დაწესების გამო მადლობას უხდის
„ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეერთებულ შტატებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის სანქციების დაწესების გამო მადლობას უხდის“, - ამის შესახებ ინფორმაციას THE TIMES OF ISRAEL-ი ავრცელებს.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ არის სასამართლო. ეს არის პოლიტიკური ორგანო, რომელიც სასიკვდილო საფრთხეს უქმნის კანონის მიმდევარ დემოკრატიებს მთელ მსოფლიოში და ეროვნული სუვერენიტეტის იდეას“, - ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.