ბენიამინ ნეთანიაჰუ არჩევნებში გამოცხადებული მხარდაჭერის შემდეგ დონალდ ტრამპს მიმართავს: აშშ-ს, ისრაელსა და ებრაელებს გაუმართლათ, რომ თქვენ თანამდებობაზე ხართ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 27 ოქტომბერს ისრაელში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მისთვის გამოცხადებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
X-ზე გამოქვეყნებულ ინგლისურენოვან ვიდეომიმართვაში ნეთანიაჰუმ, თავის მხრივ, ტრამპს აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ მხარდაჭერა გამოუცხადა.
„მინდა, ამერიკელ ხალხს ვუთხრა, თუ საწვავის დღევანდელი ფასები გაწუხებთ, დაფიქრდით, რა მოხდება, თუ ირანი ბირთვულ იარაღს მიიღებს, რასაც მე და დონალდ ტრამპი არასდროს დავუშვებთ“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, როდესაც ირანული რეჟიმი „გაქრება“, „ბენზინის ფასები დაიწევს, თანაც როგორ — ოღონდ მხოლოდ ტრამპის პირობებში“.
„მსოფლიოს გაუმართლა, ამერიკას გაუმართლა, ამერიკის მოკავშირეებს გაუმართლა, ისრაელს გაუმართლა და ებრაელ ხალხსაც გაუმართლა“, რომ ჰყავთ ისეთი ლიდერი, როგორიც ტრამპია, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
„თეთრ სახლში ისრაელს არასდროს ჰყოლია უფრო დიდი მეგობარი. ესეც კი ძალიან რბილად ნათქვამია“, - განაგრძო მან.
„შიდა კრიტიკა ხელს არ გიშლით და თქვენ სრულად ხართ კონცენტრირებული ამოცანაზე — აღმოფხვრათ ეს საფრთხე ამერიკელთა ამჟამინდელი თაობისა და ყველა მომავალი თაობისთვის“, - მიმართა ნეთანიაჰუმ ტრამპს.
President Trump, my friend Donald - thank you for your extraordinary endorsement. Israel has never had a greater friend in the White House. Together we will never let Iran's regime get nuclear weapons. Thank you for your clarity, courage and unwavering support. @realDonaldTrump https://t.co/GqaOVB74Dj
— Benjamin Netanyahu - בנימין נתניהו (@netanyahu) October 18, 2026