Loading data...
ბელფასტში არეულობა მეორე დღესაც გაგრძელდა - პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა

ჩრდილოეთ ირლანდიაში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ზედიზედ მეორე ღამეა შეტაკებები გრძელდება. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ იუწყება.

ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობის მეორე ღამეს პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

დემონსტრანტებმა ავტომობილები და ნაგვის ურნები დაწვეს. 

დემონსტრანტები პოლიციის სპეცრაზმს აგურებითა და ბოთლებით დაესხნენ თავს. 

ცნობისთვის, ბელფასტში არეულობა 8 ივნისს მომხდარი დანით თავდასხმის შემდეგ დაიწყო.

ჩრდილოეთ ბელფასტში სუდანელი მიგრანტი ადგილობრივ კაცს დაესხა თავს.

თავდასხმის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რასაც მიგრანტების საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.