Loading data...
ბელგოროდის მახლობლად ძლიერი აფეთქება მოხდა

რუსეთის ქალაქ ბელგოროდის დასავლეთ შემოგარენში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინციდენტი დასახლება ბელოვსკოეს მახლობლად მოხდა. ინფორმაციას rambler.ru ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა წერს, რომ აფეთქების ხმა გაიგო და ცაში კვამლი ავარდა, რომელიც სხვადასხვა წერტილიდან ჩანდა.

აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, არავინ დაშავებულა, დაზიანდა სავაჭრო ცენტრი „კლასი“ და რამდენიმე სავაჭრო წერტილი.

ტელეგრამ-არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქდა იარაღის საწყობი. 

ბელგოროდის ოლქი უკრაინას ესაზღვრება.