Loading data...
ბელგიის თავდაცვის მინისტრი: თუ რუსეთი ბრიუსელისკენ რაკეტას გამოუშვებს, ნატო მოსკოვს მიწასთან გაასწორებს

ბელგიის თავდაცვის მინისტრის თეო ფრანკენის განცხადებით, თუ რუსეთი ბრიუსელს თავს დაესხმება, ნატოს წევრი სახელმწიფოები მოსკოვს მიწასთან გაასწორებენ. 

კითხვაზე, ეშინია თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ერთ დღეს ბრიუსელისკენ არაბირთვულ რაკეტას გაუშვებს, ბელგიის თავდაცვის მინისტრმა უპასუხა - „არა, რადგან ამ შემთხვევაში ის ნატოს გულს დაარტყამს და ჩვენ მოსკოვს მიწასთან გავასწორებთ“.

ფრანკენის განცხადებას ბელგიაში რუსეთის საელჩოში გამოეხმაურნენ და „პროვოკაციული“ და „უპასუხისმგებლო“ უწოდეს. 

„სამწუხაროდ, ფრანკენის ავანტიურები იმ მილიტარისტული გადახრის განსახიერებას წარმოადგენს, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება ევროპის ომის პარტიაში“, - აცხადებენ რუსეთის საელჩოში.