1773607166
უცხოეთი
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სისუსტის ნიშანი იქნება
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევოტმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სისუსტის ნიშნად აღიქმება.
„დიალოგსა და ნორმალიზაციას შორის განსხვავებაა. დღეს რუსეთი უარყოფს ევროპის ყოფნას მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - აცხადებს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისი თქმით, სანამ ასეა, „ნორმალიზაციაზე საუბარი სისუსტის სიგნალია და ძირს უთხრის ევროპულ ერთიანობას, რომელიც ახლა უფრო მეტად გვჭირდება, ვიდრე ოდესმე“.
მან, ასევე, განაცხადა, რომ ევროპელებმა კრემლზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა განაგრძონ, რათა „შეიქმნას პირობები სანდო მოლაპარაკებებისთვის“.