ბელგიის პრემიერი გაყინულ რუსულ აქტივებზე: არ შეგიძლიათ უბრალოდ აიღოთ სხვისი ფული - ევროპა არ არის რუსეთთან ომში, ფულის კონფისკაცია ასე მარტივად შეუძლებელია
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ რუსული აქტივების პირდაპირი კონფისკაცია საომარი მოქმედების ტოლფასი იქნება და სერიოზულ შედეგებს მოიტანს ევროპის ფინანსური სისტემისთვის.
დე ვევერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთთან ომში არ არის და აქტივების ცალმხრივი ჩამორთმევა უპრეცედენტო იქნება.
„თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ წაართვათ ვინმეს ფული. ჩვენ არ ვართ რუსეთთან ომში. ევროპა არ არის რუსეთთან ომში. ფულის კონფისკაცია ასე მარტივად შეუძლებელია. ეს ომის აქტია. ამის არასათანადოდ შეფასება არ შეიძლება - ეს ისტორიაში არასდროს მომხდარა“, - აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვა, რომელთა უმეტესობა ბელგიაში Euroclear-ის მეშვეობით ინახება.
„გაყინული ფულის კონფისკაცია მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ მომხდარა. ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა ისტორიაში, რაც მძიმე შედეგებს მოიტანდა ევროპისთვის და შელახავდა ევროზონის ფინანსური სისტემისადმი რწმენასა და ნდობას“, - დასძინა მან.
დე ვევერმა აღნიშნა, რომ ბლოკმა წელს და მომავალ წელს უკრაინის დაფინანსებისთვის 90 მილიარდი ევრო (105 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყო.
„ძალიან დამწყდება გული, თუ მოსკოვში ერთი ევრო დაბრუნდება, მაგრამ ჩვენ საერთაშორისო სამართალს პატივი უნდა ვცეთ“, - განაცხადა ბელგიის პრემიერმა.