Loading data...
ბელგიის პრემიერ-მინისტრი: პუტინს ყველაფრის გაკეთება შეუძლია - თავისი ხალხის შიმშილით მოკვლა, ხოცვა-ჟლეტაში წაყვანა და აქა-იქ გენოციდის მოწყობა, მაგრამ ომის წაგება? მას ეს არ შეუძლია

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მათ შორის რუსების ხოცვა-ჟლეტამდე მიყვანა, მაგრამ ის მზად არ არის, უკრაინასთან ომი წააგოს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა განაცხადა.

ევროკომისიის ინიციატივაზე საუბრისას, რომელიც უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივების გამოყენებით „რეპარაციის სესხის“ გაცემას ითვალისწინებს, ბელგიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს „კომპრომისის მისაღწევად ევროპაში ველოსიპედით სიარული უწევს“.

თუმცა მასთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან საუბარში დე ვევერმა დაჟინებით მოითხოვა პუტინთან მოლაპარაკებებისთვის გაყინული რუსული აქტივების სახით ბერკეტების შენარჩუნება.

„თუ ამ ფულს ომის დასაფინანსებლად გამოვიყენებთ, მაშინ ასევე ვვარაუდობთ, რომ რუსი ხალხი ორ წელიწადში გამოფიტული იქნება. ისინი გაუტეხელი ხალხია. პუტინის მსგავს მეფეს ყველაფრის გაკეთება შეუძლია: თავისი ხალხის შიმშილით მოკვლა, ხოცვა-ჟლეტაში წაყვანა და აქა-იქ გენოციდის მოწყობა. მაგრამ ომის წაგება? მას ეს არ შეუძლია“, - განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.