Loading data...
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს მოუწოდებს, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოოს

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი ევროკავშირს მოუწოდებს, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

„ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია ვლადიმერ პუტინის დაშინება უკრაინაში იარაღის გაგზავნით და ვერც ეკონომიკურად  დავახრჩობთ მას აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ ერთი მეთოდი დაგვრჩა: გარიგების დადება“, - აღნიშნა ვევერმა.

მისი თქმით, რუსეთის მუხლებზე დაჩოქება მხოლოდ „აშშ-ის 100%-იანი მხარდაჭერით“ იქნება შესაძლებელი.

თუმცა, ბელგიის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ აშშ მთლიანად უკრაინის მხარეს არ არის. ზოგჯერ ისე ჩანს, რომ ის „პუტინთან უფრო ახლოს არის“, ვიდრე ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

მოსკოვში წასვლის და მოლაპარაკების მანდატის გარეშე, ჩვენ არ ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც ამერიკელები უკრაინას შეთანხმების მიღებისკენ მოუწოდებენ. და უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩვენთვის ცუდი გარიგება იქნება“, - განაცხადა მან.