Loading data...
ბელგიის ორ მთავარ აეროპორტში გაფიცვის გამო ყველა რეისი გაუქმდა

ბელგიის საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერების დაუგეგმავი გაფიცვის გამო, ბრიუსელისა და შარლერუას აეროპორტებიდან ყველა რეისი გაუქმდა, - ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება.

ბრიუსელის აეროპორტის განცხადებით, დღის 2 საათიდან საღამოს 7 საათამდე დაგეგმილი ათობით რეისი გაუქმდა.

ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის VRT-ის ცნობით, გაფიცვა აეროპორტებში მომსახურების ახალი ციფრული კონტროლის ცენტრის შესახებ მენეჯმენტსა და პროფკავშირებს შორის უთანხმოებამ გამოიწვია.

Ryanair-მა განაცხადა, რომ გაფიცვის შედეგად კომპანიის 100 რეისი გაუქმდა, რამაც თითქმის 20 000 მგზავრზე იმოქმედა.