Loading data...
ბელგიის მეფემ პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერის თხოვნა გადადგომის შესახებ არ მიიღო

ბელგიის მეფემ არ დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერის თხოვნა გადადგომის შესახებ და მას ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად დასრულება დაავალა. ამის შესახებ ბელგიური მედია წერს. 

მეფემ ხუთი პარტიის ლიდერებისგან ოფიციალური გარანტიები მიიღო, რომ მათი პარტიები მზად არიან, ბიუჯეტზე შეთანხმების მისაღწევად დათმობებზე წავიდნენ. მეფემ ასევე ხაზი გაუსვა სოციალური ერთიანობის შენარჩუნებასა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას შორის ბალანსის პოვნის აუცილებლობას.

„მისმა უდიდებულესობა მეფემ პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი სამეფო სასახლეში აუდიენციაზე მიიღო. უმრავლესობის ხუთი პარტიის ლიდერებთან მოლაპარაკებების შემდეგ მეფემ აღნიშნა მათი ერთობლივი ვალდებულება, რაც შეიძლება მალე დაასრულონ ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებები. ყველა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, მიაღწიონ შეთანხმებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში სტაბილური საბიუჯეტო ტრაექტორიის შესახებ“, - ნათქვამია სამეფო კარის განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა მეფეს ანგარიში ორშაბათს, 16 ნოემბერს, უნდა წარუდგენს.

აღსანიშნავია, რომ ბარტ დე ვევერმა ბელგიის მეფეს გადადგომის შესახებ მას შემდეგ მიმართა, რაც მისმა გუნდმა ბიუჯეტის 10 მილიარდი ევროთი შემცირებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. მეფემ გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა და ბოლო დღეებში უმრავლესობის პარტიების ლიდერებთან კონსულტაციები გამართა.