1773060434
უცხოეთი
ბელგიაში სინაგოგასთან აფეთქება მოხდა - ქალაქის მერმა ინციდენტს „ანტისემიტური აქტი“ უწოდა
ბელგიის ქალაქ ლიეჟში სინაგოგაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობა დაზიანდა. წერს BBC.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ქალაქის მერმა, ვილი დემეიერმა, ინციდენტს „ანტისემიტური აქტი“ უწოდა.
„ჩვენ სრულად ვგმობთ ანტისემიტიზმის ამ უკიდურესად ძალადობრივ აქტს“, - განაცხადა ლიეჟის მერმა.
ოფიციალური პირის განცხადებით, გამოძიებას ბელგიის ფედერალური პროკურატურა ხელმძღვანელობს, რომელიც ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულს იძიებს.