Loading data...
ბელგიაში ნატოს ბაზასთან კვლავ დრონები აღმოაჩინეს

ბელგიაში, ნატოს ავიაბაზასთან, კლაინე-ბროგელთან, უპილოტო საფრენი აპარატები აღმოაჩინეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ 6 დრონი დააფიქსირა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ეს ბაზა არის ერთ-ერთი, სადაც აშშ-ის ბირთვული იარაღი ინახება.

ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ ორი დრონი დააფიქსირა. ადგილზე პოლიციის ვერტმფრენი იყო გამოძახებული.

2 ნოემბერს კლაინე-ბროგელის ავიაბაზასთან უპილოტო საფრენი აპარატები ორჯერ აღმოაჩინეს. მათ ბაზას დიდ სიმაღლეზე გადაუფრინეს. ბელგიის თავდაცვის მინისტრს, ტეო ფრანკენს მიაჩნია, რომ დრონები ბაზაზე ჯაშუშობას ახორციელებდნენ.

ასევე 4 ნოემბერს საღამოს უპილოტო აპარატების შესახებ ცნობების გამო, ბრიუსელის აეროპორტის მუშაობა ორჯერ გაჩერდა. ასევე შეზღუდვები ქალაქ ლიეჟის აეროპორტსაც შეეხო.