1783628199
უცხოეთი
ბელგიაში ძლიერი სიცხის გამო სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზარდა
ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, ბელგიაში ძლიერი სიცხის გამო სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზარდა. იუწყება The Guardian.
მათივე მონაცემებით, ეს ყველაზე მაღალი ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელია 2 000 წლიდან, როდესაც სტატისტიკის წარმოება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ 18 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე პერიოდში ბელგიაში გარდაცვალების 1 747 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასულ კვირას გამოქვეყნებულ 18-29 ივნისის 1 222 შემთხვევასთან შედარებით მეტია.
ინსტიტუტის მონაცემებით, ეს სიკვდილიანობის 47%-იან ზრდას ნიშნავს.