Loading data...
ბელგია პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე აღიარებს - Reuters

ბელგია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს, - როგორც Reuters-ი იტყობინება ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბელგია შეუერთდება ნიუ-იორკის დეკლარაციის ხელმომწერებს, რაც გზას გახსნის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტისკენ და პალესტინის სახელმწიფოს ისრაელთან მშვიდობიანი თანაარსებობისკენ.

მან აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია პალესტინაში, განსაკუთრებით ღაზაში, მიმდინარე ჰუმანიტარული ტრაგედიის გათვალისწინებით და ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩადენილი ძალადობის საპასუხოდ.