Loading data...
ბელარუსში წვრთნების დასრულების შემდეგ პუტინს სამი სცენარი აქვს - Bild

სამხედრო წვრთნების, „ზაპად-2025“-ის დასრულების შემდეგ არსებობს ბელარუსში მყოფი 30 ათასი რუსი სამხედროს გამოყენების სამი ვარიანტი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ წვრთნები დასასრულს უახლოვდება და ევროპაში ახალი დარტყმის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. „ზაპად-2021“ -ის შემდეგ ხომ მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა.

სამხედრო მიმომხილველი პეტერ ტიდე წერს, რომ პუტინს აქვს სამი ძირითადი სცენარი:

1. დატოვოს შეიარაღებული ძალები ბელარუსში და ამით მუდმივად დაემუქროს დასავლეთს;

2. უკრაინაში კვლავ შეიჭრას ჩრდილოეთიდან;

3. ბელარუსის საზღვარზე ყურადღების გამახვილების მომენტში მოულოდნელად სხვა ადგილას დაარტყას.

ანალიტიკოსი წერს, რომ კრემლი მუდმივად ახდენს ძალის დემონსტრირებას, ნატო კი ამ დრომდე მზადყოფნაში არ იმყოფება. ამის მაგალითად შეიძლება დასახლდეს პოლონეთში რუსული დრონების შეჭრასთან დაკავშირებული ინციდენტი. მაშინ საკმაოდ იაფი უპილოტო საფრენი აპარატების გასანადგურებლად პოლონეთს საკმაოდ ძვირი რაკეტების გამოყენება მოუწია.