1767087479
უცხოეთი
ბელარუსში სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკი“ საბრძოლო მორიგეობაზე დააყენეს
ბელარუსში რუსული წარმოების საშუალო მანძილზე მოქმედი ზებგერითი ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკი“ საბრძოლო მორიგეობაზე დააყენეს. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ტელეგრამზე ავრცელებს.
„ბელარუსის რესპუბლიკაში გადასატანი საგრუნტე სარაკეტო კომპლექსით „ორეშნიკით“ აღჭურვილი ქვედანაყოფის საბრძოლო მორიგეობაზე დაყენების საზეიმო ცერემონია გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა 2024 წლის 21 ნოემბერს დნეპრზე სარაკეტო იერიშის დროს რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.
კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა კი, თავის მიმართვაში განაცხადა, რომ 21 ნოემბერს დნეპრზე იერიშის დროს რუსულმა ძალებმა საშუალო რადიუსის რაკეტა „ორეშნიკი“ გამოიყენეს.