Loading data...
ბელარუსში 52 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს

ბელარუსის ხელისუფლებამ 52 პოლიტპატიმარი ციხეებიდან გაათავისუფლა. როგორც აშშ-ში ლიეტუვის საელჩოში განაცხადეს, მინსკში დონალდ ტრამპის თანაშემწის მოადგილის, ჯონ კოულის გამართული მოლაპარაკების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე 52 პირი ბელარუსის ციხეებიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

როგორც ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, ბელარუსში გათავისუფლებულთა შორის ლიეტუვის მოქალაქეებიც იყვნენ. ნაუსედამ განაცხადა, რომ ბელარუსში პოლიტპატიმრების გათავისუფლება ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას უკავშირდება.

გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებს შორის არიან ნიკოლაი სტატკევიჩი, რომელსაც 2020 წელს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და ლიეტუვის მოქალაქე, ალენა რომანაუსკენე, რომელსაც ჯაშუშობის ბრალდებით 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორც მინსკში, ჯონ კოულმა ბელარუსის ლიდერთან. ალექსანდრე ლუკაშენკოსთან 5-საათიან შეხვედრაზე განაცხადა, აშშ-მა სანქციები მოუხსნა ავიაკომპანია „ბელავიას“.