Loading data...
ბელარუსი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებისთვის მზად არის - ლუკაშენკოს პრესმდივანი

„ბელარუსი მზადაა, მშვიდობის უზრუნველყოფისთვის ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა მოაწყოს“, - ამის შესახებ გამოცემა „ვედომოსტს“ ბელარუსის პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ეისმონტმა განუცხადა. 

ლუკაშენკოს პრესმდივნის თქმით, „ბელარუსს არ მოუთხოვია და არც ითხოვს შუამავლის როლს, მაგრამ თუ ეს ჩვენს მოძმე რესპუბლიკაში მშვიდობისთვის აუცილებელია, მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრის ორგანიზებისთვის“.

„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრის ორგანიზებისთვის. ყველაფერს უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ“, - აცხადებს ლუკაშენკოს პრესმდივანი.

ინფორმაციისთვის, დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრა მოსკოვში შესთავაზა, რაზეც პუტინმა ზელენსკისგან უარი მიიღო.