Loading data...
ბეირუთში ისრაელის დაბომბვას „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი ემსხვერპლა

ისრაელის მიერ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. ინფორმაციას CNN-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ს ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს, რომ ისრაელის თავდასხმის სამიზნე „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი, იბრაჰიმ აქილი იყო. 

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ბეირუთში დაბომბვის შედეგად დაჯგუფების სამხედრო მეთაური იბრაჰიმ აქილი და „ჰეზბოლას“ ელიტური დანაყოფის, „რადვანის“ წევრები დაიღუპნენ. ავიაიერიშის დროს ისინი შეხვედრას მართავდნენ. 

CNN-ის ცნობით, ისრაელმა ავიაიერიში დასახლებულ უბანზე მიიტანა. დაბომბვის შედეგად მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა.