BBC - რუსეთის ხელისუფლებამ ოკუპირებული მარიუპოლის უკრაინელ მცხოვრებლებს ათასობით სახლი ჩამოართვა

რუსეთის ხელისუფლებამ ოკუპირებულ მარიუპოლში ადგილობრივ უკრაინელებს, რომლებსაც საომარი მოქმედებების გამო მოუწიათ ქალაქის დატოვება, საცხოვრებელი ბინები ჩამოართვა, - ამის შესახებ ВВС იტყობინება.
BBC Verify-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ მარიუპოლის რუსულმა „ადმინისტრაციამ“ 2024 წლის ივლისის შემდეგ ქალაქში სულ მცირე 5700 ბინა დააყადაღა.
ამ ბინების უმეტესი ნაწილი ეკუთვნოდა უკრაინელებს, რომლებიც გაიქცნენ ან დაიღუპნენ 2022 წელს მარიუპოლის 86-დღიანი ალყის დროს.
Human Rights Watch-ის შეფასებით, მარიუპოლში 8000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა რუსეთის დაბომბვის შედეგად.
2200 ბინის გარდა, რომლებიც უკვე მზადდება საოკუპაციო ადმინისტრაციის საკუთრებაში გადაცემისთვის, კიდევ 3550 შენობა შედის პოტენციურად ჩამორთმეული ქონების სიაში.
რუსი ოფიციალური პირები ასეთ შენობებს „მიტოვებულს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ მათ არ ჰყავთ კანონიერი მფლობელი.