Loading data...
BBC: მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა

მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანთან შეთანხმება „ძირითადად მოლაპარაკებულია“ და დეტალები მალე გამოცხადდება, - წერს BBC.

როგორც მედია წერს, მსოფლიო ბაზარზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 5.5%-ით დაეცა და ერთ ბარელზე 97.9 აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება აშშ-ის ბაზარს, ნავთობის ფასი 5.8%-ით დაეცა და 90.99 აშშ დოლარს მიაღწია.

როგორც გამოცემა წერს, ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის ფონზე მდგომარეობა გაუმჯობესდა იაპონიის საფონდო ბირჟაზეც. იაპონიაში Nikkei 225-ის საფონდო ინდექსმა პირველად ომის დაწყების შემდეგ 65 000-ს გადააჭარბა და 2.9%-იანი ზრდა აჩვენა.