Loading data...
BBC მომდევნო წლებში სამსახურიდან თანამშრომელთა 10%-ის გათავისუფლებას გეგმავს

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია BBC მომდევნო ორი წლის განმავლობაში 1,8-დან 2 ათასამდე თანამშრომლის შემცირებას გეგმავს. შესაბამისად, საუბარია სამსახურიდან თანამშრომელთა 10%-ის გათავისუფლებაზე. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც მედიაჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა, ტალფან დევიმ განაცხადა, კორპორაცია სერიოზული ფინანსური წნეხის ქვეშ იმყოფება. მისი თქმით, BBC-მ საოპერაციო ხარჯები 500 მლნ გირვანქა სტერლინგით (575 მლნ ევროთი) უნდა შეამციროს 2027-2028 წლებში.

თანამშრომელთა გათავისუფლების ძირითად მიზეზად BBC-ს ხელმძღვანელობა მედიაინდუსტრიაში ზოგად კრიზისს ასახელებს. ერთ-ერთი მიზეზია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვა და აუდიტორიის მიერ კონტენტის მიღებული მოხმარების წესების ცვლილება სახელდება. მიმდინარე წელს BBC უკვე აცხადებდა, რომ ლიცენზირებული სატელევიზიო გადასახადიდან შემოსული თანხა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა იხდის, 2017 წლიდან 24%-ით შემცირდა.

ასევე კორპორაციაზე ზეწოლა გამოწვეულია გლობალურ სტრიმინგ-პლატფორმებთან და ონლაინ მედიასთან კონკურენციის ზრდით. ისინი სულ უფრო აქტიურად იბრძვიან, რათა მაყურებლის ყურადღება მიიქციონ. ამის გამო BBC იძულებულია, რომ შეცვალოს სტრუქტურა, დააჩქაროს ციფრული ტრანსფორმაცია და რესურსების გადანაწილება მოხდეს ონლაინ-მიმართულებებისა და ახალი ფორმატების სასარგებლოდ.