Loading data...
BBC: კონორ მაკგრეგორი გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის საქმეში დამნაშავედ ცნეს

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA-ს) მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ირლანდიის სასამართლომ სექსუალური ძალადობის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ BBC წერს. 

ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ირლანდიელმა სპორტსმენმა 2018 წლის დეკემბერში დუბლინის სასტუმროში ნიკიტა ჰენდზე იძალადა.

36 წლის მაკგრეგორს ზიანის ასანაზღაურებლად 248 000 ევროზე მეტის (206 000 ფუნტი) გადახდა დაეკისრა. 

ირლანდიელმა მებრძოლმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ განაჩენს გაასაჩივრებს.

„ახლა ოჯახთან ერთად ვარ, ჩემს მომავალზე ორიენტირებული“, - დაწერა მან.

ნიკიტა ჰენდსმა სექსუალურ ძალადობაში ასევე დაადანაშაულა კონორ მაკგრეგორის მეგობარი, 35 წლის ჯეიმს ლოურენსი, თუმცა ნაფიცმა მსაჯულმა დაადგინეს, რომ ლოურენსს ქალისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.