1775286584
უცხოეთი
BBC: ირანში ჩამოვარდნილი ამერიკული თვითმფრინავის ეკიპაჟის მეორე წევრს ამ დრომდე ეძებენ
ირანის მიერ ჩამოგდებული F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის ეკიპაჟის მეორე წევრის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, - წერს BBC.
ამასთან, ირანმა ჯილდო დააწესა მათთვის, ვინც ეკიპაჟის წევრის ცოცხლად შეპყრობას მოახერხებს.
ცნობისთვის, ირანმა 3 აპრილს F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. ეკიპაჟის ერთი წევრი ამერიკელებმა იპოვეს და გადაარჩინეს, ხოლო მეორე წევრის მდებარეობისა და მდგომარეობის სტატუსი უცნობია.