Loading data...
BBC: ირანმა ამერიკულ გემებს დრონებით შეუტია

ირანმა დრონებით დაბომბა აშშ-ის სამხედრო გემები ომანის ყურეში, - ამის შესახებ BBC ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს

როგორც მედია წერს, იერიშის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მანამდე, ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის, ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ ამერიკული ძალების მიერ ირანული გემის დაკავება არის ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა და ისინი შურს იძიებდნენ ამისთვის.