1777057533
უცხოეთი
BBC: ირანის დელეგაცია პაკისტანში ჩავიდა
პაკისტანის მთავრობის ორ წყაროზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ იუწყება, რომ ირანის დელეგაცია ისლამაბადში ჩავიდა. წერს BBC.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA და საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი, ასევე, იუწყებიან, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი პაკისტანის დედაქალაქში ჩავიდა.
ირანის მთავრობამ ადრე დაადასტურა, რომ არაღჩი პაკისტანში, ომანსა და რუსეთში დიპლომატიური ტურნეს ფარგლებში მიემგზავრებოდა.