1759432266
უცხოეთი
BBC: „ჰამასის“ ლიდერმა შუამავლებს მიანიშნა, რომ ის უარყოფს ტრამპის გეგმას

BBC-ის ცნობით, ღაზას სექტორში „ჰამასის“ სამხედრო ხელმძღვანელმა, იზ ალ-დინ ალ-ჰადადიმ შუამავლებს მიანიშნა, რომ ის უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალ წინადადებას პალესტინურ ტერორისტულ დაჯგუფებასა და ისრაელს შორის მიმდინარე ომის დასრულების შესახებ.
როგორც მედია წერს, სავარაუდოდ, ალ-ჰიდადის ფიქრობს, რომ გეგმა „ჰამასის“ გასანადგურებლად არის შექმნილი, ამიტომ ის მზადაა ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლა განაგრძოს.