Loading data...
BBC: დიდ ბრიტანეთში ტექნიკური პრობლემების გამო ორ დღეში 2 000-ზე მეტი რეისი გაუქმდა

დიდ ბრიტანეთში, ეროვნული საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემაში ტექნიკური გაუმართაობის გამო გაუქმებული რეისების რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ BBC წერს

როგორც ცნობილია, 8 სექტემბერს, დაგეგმილი 5 800 რეისიდან 1 700-ზე მეტი რეისი გაუქმდა. 9 სექტემბერს, 291 რეისი გაუქმდა, რაც დაგეგმილი 5 869 რეისის დაახლოებით 5%-ს შეადგენს.

როგორც გამოცემა წერს, ჩვეულებრივ დღის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 1-2%-ია.

NATS-ის ხელმძღვანელმა მარტინ როლფმა ბოდიში მოიხადა, რადგან ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრას „იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე იმედოვნებდა“ და პირობა დადო, რომ შეფერხების გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყება.