Loading data...
BBC: ბრიტანეთში გაზის ფასები 20%-ზე მეტით გაიზარდა

მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის კატარის მთავარ გაზის ობიექტზე ახალი დარტყმები განხორციელდა, დიდ ბრიტანეთში გაზის ფასები დილიდან 20%-ზე მეტით გაიზარდა. წერს BBC.

როგორც მედია წერს, დიდ ბრიტანეთში გაზის ფასები ამჟამად 23%-ით გაიზარდა და ერთ თერმზე 171 პენსს შეადგენს. ნავთობის ფასი კი დაახლოებით 5%-ით გაიზარდა და ამჟამად ფასი ბარელზე 113 დოლარია.

ქვეყნის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ირანის მიერ განხორციელებულმა ორმა დარტყმამ კატარის მთავარ გაზის ცენტრს „ფართომასშტაბიანი ზიანი“ მიაყენა.