Loading data...
ბავარიის სამლოცველოში გამათბობლიდან ნახშირჟანგმა გაჟონა - დაშავებულია 56 ადამიანი

გერმანიაში, ბავარიის მხარის ქალაქ ბად-გრენენბახის სამლოცველოში, წირვის დროს მომხდარი ნახშირჟანგის [მხუთავი აირის] გაჟონვის შედეგად 56 ადამიანი მოიწამლა.

ინციდენტი ალგოის რეგიონში, ბად-გრენენბახის ციხესიმაგრის სამლოცველოში საკვირაო წირვის მიმდინარეობისას მოხდა. 

სასწრაფო დახმარების წარმომადგენლის ცნობით, ოთხი დაშავებულის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. საერთო ჯამში, ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია.