Loading data...
ბაშკირეთში ნავთობის ქარხანაში აფეთქება მოხდა

რუსეთში, ბაშკირეთის რეგიონის ქალაქ სტერლიტამაკის ნავთობქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

საქალაქო ადმინისტრაციის უფროსის, ემილ შაიმარდანოვის ცნობით, აფეთქება წყლის ფილტრაციის საამქროში მოხდა.

„საამქროში 5 ადამიანი მუშაობდა. არავინ დაშავებულა“, - განაცხადა შაიმარდანოვმა.

მოგვიანებით ბაშკირეთის ხელმძღვანელმა რადი ხაბიროვმა განაცხადა, რომ სტერლიტამაკის სამრეწველო კომპლექსზე ორი უპილოტო საფრენი აპარატით შეტევები განხორციელდა. მისი ინფორმაციით, დრონები განადგურებულები იყო და მათი ნამსხვრევები ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

გასულ ღამეს ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში უკრაინული დრონების იერიშის მოგერიებისას 9-დან 12 აფეთქებამდე მოხდა. უკრაინული მედიის ცნობით, შეტევები „ლუკოილის“ ერთ-ერთ საწარმოზე განხორციელდა.

კურსკის ოლქში ქალაქ რილსკის ქვესადგურზე დრონებით იერიშის დროს 16 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.