1783598390
უცხოეთი
ბარსელონაში ბოლო 112 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
„ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვებსა და მოხუცებს აფრთხილებს, ამინდს სერიოზულად მოეკიდონ“, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ბარსელონაში 8 ივლისს მაქსიმალური ტემპერატურა 40.7 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა, რაც 112 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ესპანეთის ზოგიერთ სადგურზე ტემპერატურა 44 გრადუს ცელსიუსს აღწევდა.
ექსპერტების თქმით, კლიმატის ცვლილება და სიცხეები დამატებით ტვირთს უქმნის საავადმყოფოებს.
ცნობისთვის, კლიმატის მეცნიერთა ქსელმა World Weather Attribution-მა გასულ თვეში განაცხადა, რომ ევროპაში ივნისის სიცხე „ყველაზე ძლიერი იყო, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა“.