Loading data...
ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა სახიფათოდ ახლოსაა ავტოკრატიისკენ გადახრასთან

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა სახიფათოდ ახლოსაა ავტოკრატიისკენ გადახრასთან.

ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპი გააკრიტიკა „კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და პროტესტის უფლების ეროზიის გამო“.

კონექტიკუტში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ობამამ განაცხადა, რომ დემოკრატიული ნორმების შელახვის კუთხით ამერიკა უფსკრულთან ახლოსაა.

„თუ რეგულარულად ადევნებთ თვალს, რას ამბობენ ისინი, ვინც ამჟამად ფედერალურ მთავრობას ხელმძღვანელობენ, შეამჩნევთ სუსტ ერთგულებას იმის მიმართ, რასაც ჩვენ - და არა მხოლოდ ჩემი თაობა, არამედ სულ მცირე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თაობა - ლიბერალური დემოკრატიის ფუნქციონირების წესად მივიჩნევდით“, - აღნიშნა თეთრი სახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

„ჯერ სრულად მანდ არ ვართ, მაგრამ ვფიქრობ, სახიფათოდ ვუახლოვდებით ასეთი საქციელის ნორმალიზებას. ჩვენ გვჭირდება როგორც ხელისუფლების გარეთ, ისე ხელისუფლების შიგნით მყოფი ადამიანები, რომლებიც იტყვიან: „მოდით, ამ უფსკრულს არ გადავაბიჯოთ, რადგან იქიდან ამოსვლა რთულია“, - დასძინა მან.