Loading data...
ბანგლადეშში თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია 19 ადამიანი

ბანგლადეშში ქვეყნის საჰაერო ძალების საწვრთნელი თვითმფრინავი, F-7 BGI კოლეჯის შენობას დაეცა. დაიღუპა 19 ადამიანი. დაშავებულია 50 პირი, მათ შორის ბავშვებიც არიან. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ავიაკატასტროფა ბანგლადეშის დედაქალაქის, დაკას ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. საჰაერო ხომალდი Milestone-ის კოლეჯის კამპუსს დაეცა, სადაც გამოცდები და ლექციები მიმდინარეობდა.

საწვრთნელი თვითმფრინავი აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზები უცნობია.