Loading data...
ბანგკოკის ერთ-ერთ ძვირად ღირებულ სასტუმროში 6 უცხოელი, სავარაუდოდ ციანიდით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, ძვირად ღირებულ სასტუმრო Grand Hyatt Erawan Hotel-ში, 6 უცხოელი სავარაუდოდ ციანიდით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიასაშუალების ცნობით, გარდაცვლილებიდან 2 აშშ-ის მოქალაქეა, ოთხი კი ვიეტნამელი.

„ჩაის ჭიქებში ციანიდი ვიპოვეთ, ექვსივე ფინჯანში ციანიდი აღმოვაჩინეთ“, - აღნიშნა ტაილანდის პოლიციის ოფისის მეთაურმა პრესკონფერენციაზე.

პოლიციის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნა 18 ივლისს იქნება. 

პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილებს საინვესტიციო ვალთან დაკავშირებით დავა ჰქონდათ.