Loading data...
ბალტიმორში ხიდის ჩამონგრევის ადგილიდან ახალი ცნობები ვრცელდება

მყვინთავებმა აშშ-ში, ბალტიმორის პორტში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაკარგული ექვსი მუშიდან ორის ცხედარი იპოვეს.

მერილენდის შტატის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, დანგრეული ხიდის შუაგულში დაახლოებით 8 მეტრის სიღრმეზე იპოვეს სატვირთო მანქანა, რომელშიც ცხედრები აღმოაჩინეს. 

კიდევ 4 ადამიანია დაკარგულად გამოცხადდა და ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდოდ, ისინი გარდაცვლილები არიან.

გემზე შეჯახების დროს იმყოფებოდა ეკიპაჟის 21 წევრი და ორი პილოტი.

შეგახსენებთ, ბალტიმორში გემი ხიდს 26 მარტს შეეჯახა, ინციდენტის შემდეგ კი ხიდი მთლიანად დაინგრა.