1757581629
უცხოეთი
ბალიში წყალდიდობის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

კუნძულ ბალიზე წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა. წერს „როიტერი“.
მედიის ცნობით, ორი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა და მათ სამძებრო სამუშაოებში 125 მაშველი მონაწილეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის აბდულ მუჰარის განცხადებით, მიმდინარე კვირაში მოსული ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შემდეგ 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
სააგენტოს ცნობით, დაღუპულებს შორის უცხოელები არ არიან.