Loading data...
ბაქოში სასამართლომ რუსეთის 8 მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის 8 მოქალაქეს ბაქოს სასამართლომ ირანიდან ნარკოტიკების ტრანზიტისა და კიბერთაღლითობისთვის პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

სერგეი საფრონოვს, ანტონ დრაჩევს, დიმიტრი ბეზუგლის და ვალერი დუროვს სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დიმიტრი ფიოდოროვს, ბორის ტიმოშოვს, ალექსეი ვასილჩენკოს და ილია ბეზუგლის - სამწლიანი პატიმრობა.

ამ პირთა სასამართლო 3 აპრილის შემდეგ გრძელდება. მაშინ სასამართლომ რუსეთის ერთ მოქალაქეს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო რუსეთის ორ მოქალაქეს - სამწლიანი პატიმრობა. სასამართლომ ისინი „დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხების ლეგალიზაციაში“ დამნაშავედ ცნო.