Loading data...
ბაქო - თბილისის სარკინიგზო მარშრუტზე ყოველდღე 4 რეისი შესრულდება

ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტზე 1-ელი ნოემბრიდან დღეში 4 რეისი შესრულდება. ამის შესახებ Report იუწყება.

„აზერბაიჯანის რკინიგზის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება გაზრდილი მოთხოვნის გამოა მიღებული. მგზავრთა რაოდენობა 388-დან 564-მდე, ანუ თითქმის 50%-ით გაიზრდება.

დამატებით მატარებლებში სტანდარტული კლასის ბილეთის ფასი 36 მანათიდან დაიწყება, ანუ 30%-ით იაფი იქნება. ბაქოდან თბილისამდე ბილეთი 54 მანათი ეღირება, ევლახიდან თბილისამდე - 44 მანათი, განჯიდან თბილისამდე 41 მანათი, აჰსთაფიდან თბილისამდე 38 მანათი და ბეიუკ კესიკიდან თბილისამდე - 36 მანათი. დღეს ბაქოდან თბილისამდე ბილეთის ფასი 77,5 მანათს შეადგენს.

მატარებელი როგორც დღის, ასევე ღამის საათებში იმოძრავებს. 23.00 საათზე ბაქოდან გამოსული მატარებელი თბილისში 08.41-ზე ჩავა. უკან 11.00-ზე გავა და ბაქოში 20.26-ზე ჩავა. ახალი რეისი ბაქოდან 09.10-ზე გავა და თბილისში 19.11-ზე ჩავა. უკან კი 22.00-ზე გავა და ბაქოში 07.57-ზე ჩავა.